ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო – ძალიან კარგია, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს, რაც ჩვენ

ტრამპის გამარჯვება მხოლოდ -ის გამარჯვება არ იყო – ძალიან კარგია, რომ ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში მოვიდა ადამიანი, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს, რაც ჩვენ
ტრამპის გამარჯვება მხოლოდ აშშ-ის გამარჯვება არ იყო. მისი სლოგანები და მიმართულებები რაზეც იყო აქცენტი მის საარჩევნო კამპანიაში, – მშვიდობაზე, ოჯახურ ღირებულებებზე, იდენტობაზე, ამ ყველაფერზე დაყრდნობა იწვევს შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას, კეთილდღეობას რა მხრივაც აშშ ყოველთვის მისაბაძი იყო, – განაცხადა პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
მისი თქმით, სასიხარულოა, რომ აშშ-ის სათავეში მოვიდა ის ადამიანი, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს, რაც საქართველოს ხელისუფლებას.
„როცა ომი ში დაიწყო, გაიხსენეთ ჩვენი პრემიერის პირველი განცხადება, რომ – აუცილებელია ეს ომი მალე დამთავრდეს, ჩვენ მშვიდობის გზას ვირჩევთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ნაკლებად შეეხო ჩვენს ქვეყანას. რა არის შედეგი – დავინახეთ, რომ ეს პოლარიზაცია და ასეთი დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოში არ იყო. ეს გლობალური პრობლემაა, რომელიც მიმართულია ადამიანის წინააღმდეგ; გარდა ომისა, ლგბტ პროპაგანდა, ოჯახური ღირებულებები ა.შ. – ამ საკითხებზე თუ არ ვცდები ბრიტანეთის პრემიერიც იყო, რომ გამოვიდა და დააფიქსირა – კაცი კაცია და ქალი – ქალი.
ეს ადამიანის წინააღმდეგაა მიმართული, ლიბერალურ იდეოლოგიაზე მაქვს საუბარი, რომ მოზარდმა თავად გადაწყვიტოს თავისი სქესი და რომ ეს ადამიანებმა ჩვეულებრივად უნდა მიიღონ. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ აქტი, რაც ყველამ გაითავისა. ამ ლგბტ პროპაგანდას რამხელა ზეგავლენა ჰქონდა ბოლო წლებში და ეს სურათი ყველგან იგრძნობოდა, ადამიანების დიდმა ნაწილმა დაინახა, რომ ეს კაცობრიობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. რა თქმა უნდა გასახარია, რომ ტრამპმა გაიმარჯვა და ამ კვეთაში ვართ ჩვენ, რომ იმ ღირებულებებით მოვიდა ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის სათავეში ადამიანი, რომელსაც იგივე ღირებულებები აქვს რაც ჩვენ და ეს ძალიან კარგია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.