აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ის წყვეტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საგარეო დახმარების 90%-ზე მეტს. ინფორმაცია ოთხშაბათს შეტანილი სარჩელიდან ირკვევა. ამის შესახებ CNN იუწყება.
„საერთოდ, USAID-ის დაახლოებით 5,800 გრანტი შეწყდა და USAID-ის 500-ზე მეტი გრანტი ძალაში რჩება. შემორჩენილი გრანტების ჯამური მაქსიმალური ღირებულება დაახლოებით $57 მილიარდია”, – ნათქვამია ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებაში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ USAID-ის გრანტების შეწყვეტის გარდა, „დაახლოებით 4100 სამთავრობო გრანტი შეწყდა და დაახლოებით 2700 სახელმწიფო გრანტი შენარჩუნდა“.
მოგვიანებით, ოთხშაბათს, ადმინისტრაციამ განმარტა განცხადებაში, რომ “ჯერ კიდევ 297 კონტრაქტია, რომლებიც გადახედვას საჭიროებს”.
CNN წერს, რომ უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი შემცირება არის დარტყმა არაკომერციული საქმიანობისთვის. დახმარების პროგრამები მთელს მსოფლიოში შეჩერდა დაფინანსების მასიური გაყინვისა და მილიარდობით დოლარის დახმარების პრიორიტეტიზაციის გამო.
