ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სრულად შეჩერებას განიხილავს – WP

აშშ-ის პრეზიდენტ ს ადმინისტრაცია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის სრულად შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტი აქვეყნებს თეთრ სახლში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, ეს გადაწყვეტილება განიხილება წუხელ თეთრ სახლში მომხდარი კამათის და “სამშვიდობო პროცესის მიმართ ზელენსკის შეურიგებლობის” საპასუხოდ.
ამავე დროს, იგივე წყარო უარყოფს, რომ ტრამპის გუნდის კონფრონტაცია ზელენსკისთან დაგეგმილი იყო. მის თანახმად, პირიქით, ვაშინგტონში სცადეს შეექმნათ პოზიტიური ფონი ზელენსკის ვიზიტისთვის. სწორედ ამის შედეგი იყო ის, რომ ტრამპმა შეცვალა თავისი პოზიცია ზელენსკის “დიქტატორობასთან” დაკავშირებით.
თუ თეთრი სახლი ს სამხედრო დახმარებას შეუჩერებს, ეს შეეხება რადარებს, სამხედრო ტექნიკას და რაკეტებს, რომლებიც ჯამურად მილიარდობით დოლარი ღირს.