ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალ გეგმაზე ფარულად მუშაობს და მოსკოვთან კონსულტაციებს მართავს – Axios

ს ადმინისტრაცია ფარულად მუშაობს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების ახალ გეგმაზე და ამ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვთან კონსულტაციებს მართავს.
ამის შესახებ „აქსიოსი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
საუბარია 28-პუნქტიან დოკუმენტზე, რომელიც შთაგონებულია ტრამპის მიერ ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო ძალისხმევის წარმატებით.
გამოცემას რუსეთში ერთ-ერთმა ანონიმურმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ამ იდეის მიმართ კრემლი „ოპტიმისტურადაა განწყობილი”.
როგორც „აქსიოსი“ წერს, დოკუმენტი იყოფა ოთხ ნაწილად: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და -ის მომავალი ურთიერთობები რუსეთსა და სთან.
ჟურნალისტებისთვის ჯერჯერობით უცნობია, როგორ აპირებენ ყველაზე მგრძნობიარე საკითხების გადაჭრას, კერძოდ, უკრაინის ტერიტორიების საკითხს.
მედია წერს, რომ გეგმის შემუშავებაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, სავარაუდოდ, არის სტივ უიტკოფი, რომელიც დეტალურად განიხილავს გეგმას კირილ დმიტრიევთან, ს პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელთან.
როგორც გამოცემა წერს, ჯერჯერობით უცნობია, როგორ შეაფასებენ გეგმას და მისი ევროპელი პარტნიორები. თუმცა ამერიკელმა ანონიმურმა წყარომ დაადასტურა, რომ თეთრმა სახლმა დაიწყო ევროპელი ლიდერების ინფორმირება გეგმის შესახებ. მისი თქმით, ტრამპის გუნდში თვლიან, რომ იდეას აქვს რეალური შანსი, მიიღოს მხარდაჭერა უკრაინისა და ევროპის მხრიდან.
1tv.ge