Axios-ის ინფორმაციით, ტრამპის ადმინისტრაცია მზად არის უკრაინას მისცეს NATO-ს მეხუთე მუხლზე დაფუძნებული გარანტიები, რომელიც იქნება კონგრესის მიერ დამტკიცებული, თუ ის დონბასიდან გაიყვანს ძალებს.თეთრი სახლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზელენსკის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, სადაც ის ამბობს, რომ შესაძლოა დონეცკი იქცეს დემილიტარიზებულ ზონად, თუმცა რეფერენდუმის გზით, ტრამპი დააჯერა შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობაში, სწორედ ამიტომ მზადაა გაგზავნოს მომავალ კვირას ბერლინში, ვიტკოფი და კუშნერი, პრეზიდენტ ზელენსკისთან და ევროპის სხვა ლიდერებთან შესახვედრად, სადაც პოტენციური შეთანხმების საბოლოო ფორმა დაიხვეწება.პროგრესის მიუხედავად, თეთრ სახლში სახლში არ იციან, დათანხმდება თუ არა რუსეთი დონეცკიდან ძალების გაყვანის ამგვარ გადაწყვეტილებას და ასევე, შიშობენ, რომ ევროპელები, ვოლოდიმერ ზელენსკის ურჩევენ, არ იჩქარონ შეთანხმების დადება, განსაკუთრებით ტერიტორიულ საკითხებთან დაკავშირებით.
წყარო: World Military / ანალიტიკა




