ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა -თან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა

ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა -თან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს, რომ „ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს“. მაჭავარიანის თქმით, გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ.
„ვისაც, დაგაჯერეს, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოგონილია; ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია:⁠ კონტინენტურმა ევროპამ დაკარგა წილი გლობალურ მშპ-ში-1990 წელს 25 პროცენტიდან დღეს 14 პროცენტამდე შემცირდა. ევროპის წინაშე არსებული უფრო დიდი პრობლემები მოიცავს ევროკავშირის და სხვა ტრანსნაციონალური ორგანოების იმ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის პოლიტიკურ თავისუფლებასა და სუვერენიტეტს, მიგრაციის პოლიტიკას, რომელიც კონტინენტს ცვლის, ასევე თავისუფალი სიტყვის ცენზურას და პოლიტიკური ოპოზიციის დევნას, ყოველივე ეს ხელს უწყობს ეროვნული იდენტობისა და თავდაჯერების დაკარგვას. თუკი, ეს ტენდენცია გაგრძელდება ამ კონტინენტს 20 წელიწადში ვეღარ ვიცნობთ. ტრამპის ადმინისტრაცია კონფლიქტში აღმოჩნდა ევროპელ ბიუროკრატებთან, რომლებიც არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ ომთან დაკავშირებით და ძირითადად გვხვდებიან იმ მთავრობაში, რომელიც სახელმწიფოს უმცირესობას წარმოადგენს. ეს ბიუროკრატები ოპოზიციის ჩახშობის მიზნით დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებსაც კი მიწასთან თელავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, სრულიად რეალურია, რომ რამდენიმე ათწლეულში გარკვეული NATO-ს წევრი ქვეყნები არაევროპული მოსახლეობისგან შემდგარ ქვეყნებად ჩამოყალიბდნენ. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა, გაგრძელდება, თუ არა აშშ-სთან ისეთივე პარტნიორობა, როგორიც მიგრაციის დაწყებამდე არსებობდა. უკვე დროა, ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ“- წერს ლევან მაჭავარიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს