ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეამციროს კონგრესისთვის გასაზიარებელი საიდუმლო ინფორმაციის მოცულობა. მიზეზად დასახელდა აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს (DIA) პირველადი შეფასების გაჟონვა, რომლის მიხედვითაც ირანზე განხორციელებულ იერიშს ბირთვული ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუყენებია.
CNN-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში კონგრესისთვის განკუთვნილ დახურულ სისტემაში – CAPNET-ზე – ორშაბათს ღამით აიტვირთა, რის შემდეგაც მედიის ხელში აღმოჩნდა. ამის გამო თეთრი სახლი მიიჩნევს, რომ კონგრესიდან მოხდა ინფორმაციის გაჟონვა და შესაბამისად, ამ სისტემის მეშვეობით საიდუმლო მასალების გაზიარებას ზღუდავს.
ადმინისტრაციამ ასევე დაიწყო შიდა გამოძიება გაჟონვის ფაქტზე.
