ტრამპის ადმინისტრაციაში უსაფუძვლოდ არ მიიჩნევენ ნატოს გაფართოებით რუსეთის შეშფოთებას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის და ს საკითხებში კით კელოგი მიიჩნევს, რომ რუსეთს უსაფუძვლოდ არ აშფოთებს აღმოსავლეთით ნატოს გაფართოება, რადგან ეს მისი უსაფრთხოების ინტერესებს უკავშირდება.
სააგენტო Reuters-მა ინფორმირებულ რუსულ წყაროებზე დაყრდნობით 28 მაისს დაწერა, რომ ში მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთის პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი მოთხოვნაა, დასავლეთის ლიდერებმა წერილობით დაადასტურონ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეწყვეტა, რაც ოფიციალურად ნიშნავს ალიანსში უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიღების გამორიცხვას.
29 მაისს, ტელეკომპანია ABC News-თან ინტერვიუში კელოგს ჰკითხეს, მზად არის თუ არა პრეზიდენტი ტრამპი პუტინს უკრაინაში ომის დასრულების სანაცვლოდ დაჰპირდეს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება.
-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთს ნატოს გაფართოება სამართლიანად აშფოთებს, ამ საკითხს ყოველთვის დააყენებს და საუბრობს არა მხოლოდ უკრაინის, არამედ საქართველოსა და მოლდოვის შესახებაც. კელოგის თანახმად, ამერიკული მხარის პოზიციაა, რომ რუსეთის საზღვრებამდე ნატოს გაფართოების შეჩერების საკითხის განხილვა შესაძლებელია.
კით კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგში არ დგას ნატოში უკრაინის მიღების საკითხი და ასეთივე პოზიცია აქვს ალიანსის კიდევ სულ მცირე ოთხ სახელმწიფოს. ნატოში ახალი ქვეყნის მიღებას 32-ვე წევრის თანხმობა სჭირდება.
ნატომ 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებიან.
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას დიდი ხანია ეწინააღმდეგება რუსეთი, რომელმაც 2022 წლის თებერვალში უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთ საბაბად სწორედ ეს გამოიყენა.
საქართველოს და უკრაინას ნატოში ინტეგრაციის მიზანი თავიანთი კონსტიტუციებით აქვთ გამყარებული.
„ქართული ოცნების” მთავრობა, რომელსაც დასავლეთთან ურთიერთობა უკიდურესად გაუარესებული აქვს, ნატოს წევრობის საკითხზე საჯაროდ პრაქტიკულად, აღარ საუბრობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე მელიაზე – თავი დააჭერინა – წინა დღეს პოლიციელების შეურაცხყოფას არ დააპირებდა, რომ არ ჰქონოდა განზრახვა, რომ დაეჭირათ და თავი ემართლებინა, რა ვქნა, წინა დღეს დამიჭირეს, თორემ მეორე დღეს დავანგრევდი ყველაფერსო

ირაკლი კობახიძე ბაჩიაშვილზე – როდესაც ადამიანს 11 წელი აქვს შეფარდებული და ოპერაციის საფუძველზე აკავებენ, ეს თავიდან ბოლომდე კანონიერია, თუ ეს მართლაც ასე მოხდა, შესაბამისი ორდენიც ეკუთვნით ოპერაციის ავტორებს