ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომელთაც აშშ-ის მთავრობასთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა

ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომელთაც -ის მთავრობასთან აქვთ კონტრაქტები გაფორმებული, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა
ტრამპის ადმინისტრაციამ ფრანგულ კომპანიებს, რომლებსაც გაფორმებული აქვთ კონტრაქტები აშშ-ის მთავრობასთან, მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამებზე უარის თქმა მოსთხოვა.
როგორც სააგენტო „როიტერი“ და ფრანგული მედია წერს, აშშ-ის საელჩომ პარიზში ფრანგულ კომპანიებს დაუგზავნა ანკეტა და შევსებაც სთხოვა.
„გაცნობებთ, რომ აღმასრულებელი ბრძანება 14173 „უკანონო დისკრიმინაციის შეწყვეტისა და დამსახურებაზე დაფუძნებული შესაძლებლობების აღდგენის შესახებ“, რომელსაც ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ტრამპმა, ვრცელდება აშშ-ის მთავრობის ყველა მიმწოდებელსა და მომსახურების მიმწოდებელზე, განურჩევლად მათი ეროვნებისა და იმ ქვეყნისა, სადაც ისინი მუშაობენ. მადლობელი ვიქნებით, თუ დოკუმენტს ინგლისურად შეავსებთ და ხელს მოაწერთ ხუთი დღის განმავლობაში და დაგვიბრუნებთ ელექტრონული ფოსტით. ამ დოკუმენტის ხელმოწერას თუ არ ეთანხმებით, მადლობელი ვიქნებით, თუ მოგვაწოდებთ დეტალურ მიზეზებს, რასაც ჩვენ გადავცემთ ჩვენს იურიდიულ სამსახურებს“, – ნათქვამია წერილში.
ჯერჯერობით უცნობია, მიიღეს თუ არა მსგავსი წერილები ტრამპის ადმინისტრაციისგან ევროპის სხვა ქვეყნების კომპანიებმა.
ინაუგურაციის შემდეგ ს ერთ-ერთი პირველი განკარგულება ყველა ფედერალურ უწყებაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის პროგრამების გაუქმება გახდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ დამატებით ინსტრუმენტებს აძლევს საქართველოს ხელისუფლებას განსხვავებული აზრის დასათრგუნად და რეპრესიების პოლიტიკის გამკაცრებისთვის – კაია კალასი და მარტა კოსი