აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-უდეიდის საავიაციო ბაზაზე კატარში, 15 მაისი, 2025Win McNamee / Getty Imagesთეთრმა სახლმა 3 აპრილს განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია 2027 წლის ფისკალური ბიუჯეტის კანონპროექტის ფარგლებში კონგრესს თავდაცვისთვის $1.5 ტრილიონის დამტკიცებას მოსთხოვს. ხოლო თუკი კონგრესი ტრამპის მოთხოვნას დათანხმდება, აშშ-ს სამხედრო ხარჯი თანამედროვე ისტორიაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწევს.
გავრცელებული გეგმა წინა წელთან შედარებით მთავრობის თავდაცვის ბიუჯეტის 40%-ზე მეტით გაზრდას ითვალისწინებს, რის შედეგადაც გაძლიერდება საბრძოლო მასალებისა და საზღვაო ფლოტის გაფართოების მხრივ აშშ-ს უნარი, რის პარალელურადაც დაიწყება ტრამპის ინიციატივით დაგეგმილ “ოქროს გუმბათის” სარაკეტო თავდაცვის სისტემაზე მუშაობა.
თეთრი სახლის გეგმით, თავდაცვის ბიუჯეტისთვის დამატებით $445 მილიარდიდან $350 მილიარდის წყარო მომდევნო კანონპროექტია, რომლის მიღებასაც რესპუბლიკელები ფილიბასტერისთვის გზის ავლით ცდილობენ, რომელიც სენატში მხოლოდ უმრავლესობის ხმებს საჭიროებს, სუპერუმრავლესობის ნაცვლად.
ამავდროულად, ტრამპის საბიუჯეტო წინადადება არათავდაცვითი ბიუჯეტის 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, რის ფარგლებშიც $73-მილიარდის ოდენობის დაფინანსება ძირითადად საბინაო პოლიტიკას, სოციალურ მომსახურებასა და ჯანდაცვას მოაკლდება.
თუმცა, თეთრი სახლის ყოველწლიური ბიუჯეტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთგვარ “სურვილების სიას” წარმოადგენს და კონგრესი, რომელიც მთავრობის ბიუჯეტზე კონტროლს ინარჩუნებს, იშვიათად ამტკიცებს თეთრი სახლის გეგმებს.