ტრამპის ადმინისტრაციამ გამართა წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს თავდასხმა ირანზე

ტრამპის ადმინისტრაციამ გამართა წინასწარი კონსულტაციები იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელოს თავდასხმა ირანზე, რათა სისრულეში მოიყვანოს ტრამპის მუქარა, – ამის შესახებ თეთრ სახლის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით WALL STREET JOURNAL-ი იუწყება.
გამოცემის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტად განიხილება ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმა ირანის მრავალ სამხედრო სამიზნეზე.
ირანი თავისუფლებას ეძებს, მზად არის დახმარებისთვის, – დაწერა -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში.
“ირანი თავისუფლებას ეძებს, შესაძლოა, როგორც არასდროს აქამდე. აშშ მზად არის დახმარებისთვის!” – წერია ტრამპის პოსტში.
ცნობისთვის, ირანში ინფლაციისა და ვალუტის დევალვაციის გამო საპროტესტო აქციები და გაფიცვები 28 დეკემბერს დაიწყო. Sky News – ის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 65-ს აღწევს.
თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა გამოეხატათ უკმაყოფილება ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. მალე საპროტესტო ტალღა სტუდენტებიც შეეღტებამ გაზარდა. ამერიკაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტთა საინფორმაციო სააგენტოს (HRANA)-ს ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს 65 ადამიანი დაიღუპა, დააკავეს 2311 ადამიანი.