ტრამპისა და ჰარისის საპრეზიდენტო დებატები – რაზე ვერ თანხმდებიან კამპანიები?

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის ორი კანდიდატი – დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი და მისი რესპუბლიკელი კონკურენტი, ყოფილი პრეზიდენტი , ერთმანეთს პირისპირ არასდროს შეხვედრიან და არც კი უსაუბრიათ. ახლა ისინი, პირველი პირისპირ შეხვედრის – 10 სექტემბერს დაგეგმილი პირველი საპრეზიდენტო დებატების პირობებზე ვერ თანხმდებიან.
ორი კამპანია, ABC News-ზე 90-წუთიანი სატელევიზიო დებატების გამართვაზე, იმავე პირობებით შეთანხმდა, რაც ერთხელ უკვე მოქმედებდა დონალდ ტრამპისა და ს დებატების დროს, როცა ერთი კანდიდატის საუბრის დროს, მეორე კანდიდატის მიკროფონი გათიშული იყო.
ახლა ჰარისის კამპანია ცდილობს, მიკროფონები მთელი დებატების განმავლობაში ჩართული იყოს. ეს არის ნაბიჯი, რომლის შედეგადაც, მაყურებელმა შესაძლოა კანდიდატებს შორის აზრთა უფრო ცოცხალი გაცვლა იხილოს ან გაუჭირდეს კანდიდატების კონკურენტული მოსაზრებების მოსმენა.
ბრაიან ფელონი, ჰარისის კამპანიის სპიკერის განცხადებით, „ტრამპის კამპანიას ურჩევნია მიკროფონები დადუმებული იყოს, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ მათ კანდიდატს შეუძლია, 90 წუთის განმავლობაში, დამოუკიდებლად, პრეზიდენტის შესაბამისად მოიქცეს.“ მისი თქმით, „ჰარისი მზად არის რეალურ დროში გაუმკლავდეს ტრამპის გამუდმებულ ტყუილს და ჩარევებს” ან საუბრის შეწყვეტინების მცდელობას. “ტრამპმა უნდა შეწყვიტოს დამალვა გაჩუმების ღილაკს მიღმა”, – ამბობს კამპანიის სპიკერი.
დონალდ ტრამპმა ორშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისთვის ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხი არაა, თუმცა იცის, რომ შეთანხმების მიხედვით, მოკროფონები გამორთული უნდა იყოს, როცა მეორე კანდიდატი საუბრობს.
„ჩვენ იმავე წესებზე შევთანხმდით. არ ვიცი, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. შეთანხმება იყო, რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც წინა ჯერზე. ამ შემთხვევაში [მიკროფონი] გამორთული იყო… სიმართლე ისაა, რომ ისინი ცდილობენ მისგან [დებატებისგან] თავის დაღწევას“, – თქვა ტრამპმა ჰარისის კამპანიის შესახებ.
კვირა საღამოს, დონალდ ტრამპმა, ონლაინ პლატფორმა Truth Social-ზე გამქვეყნებულ პოსტში ასევე მიანიშნა, რომ შესაძლოა ABC-ზე დაგეგმილ დებატებზე არც კი გამოცხადდეს. მან უკმაყოფილება გამოთქვა არხის საკვირაო საინფორმაციო ტოქშოუსთან „ე.წ. ტრამპის მოძულე პანელთან“ დაკავშირებით და რიტორიკულად იკითხა: „რატომ უნდა ვიდებატო კამალა ჰარისთან ამ არხზე?“ მან მხარდაჭერებს მოუწოდა, „დარჩნენ კონტაქტზე“.
27 ივნისის ტრამპ-ბაიდენის დებატებმა გადამწყვეტი როლი შეასრულა 2024 წლის საპრეზიდენტო კამპანიაში. 81 წლის ბაიდენის მიერ დებატებზე არადამჯერებელი მონაწილეობის შემდეგ, ბევრმა მისმა მხარდამჭერმაც მიიჩნია, რომ ის საყოველთაო არჩევნებში დონალდ ტრამპის დამარცხებას ვერ შეძლებდა. კონგრესში დემოკრატმა მოკავშირეებმა ბაიდენს მოუწოდეს მეორე საარჩევნო კამპანია შეეწყვიტა. მან წინასაარჩევნო მარათონი 21 ივლისს დატოვა და მხარი ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა.
საპრეზიდენტო სატელევიზიო დებატების უმეტესობის შემთხვევაში, ორივე კანდიდატისთვის მიკროფონები ერთდროულად იყო ჩართული. ასე იყოს 2020 წელსაც, ტრამპისა და ბაიდენის პირველი საპრეზიდენტო დებატების დროს. მაშინ, კანდიდატების ერთმანეთს საუბარს ხშირად აწყვეტინებდნენ. ანალიტიკოსებმა, ამ დებატს “კატასტროფა” უწოდეს და ერთ-ერთ ყველაზე ცუდ საპრეზიდენტო დებატად შეაფასეს, რაც კი როდესმე გამართულა. იმავე წელს, მეორე დებატები გათიშული მიკროფონით გაიმართა და შეფასდა როგორც უფრო საგნობრივი დისკუსია, ვიდრე – წინა დებატები.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯიმ რიში – მოხარული ვარ, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დამრღვევებს აშშ პასუხისმგებლობას აკისრებს – მოქალაქეებს სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების გამოყენება ძალადობის შიშის გარეშე უნდა შეეძლოთ