ტრამპისა და პუტინის შეხვედრას ალასკაზე, შესაძლოა, ზელენსკიც შეუერთდეს – მედია

-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსა და რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შორის 15 აგვისტოს ალასკაზე დაგეგმილ სამიტს, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდეს. ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს.
როგორც ტელეარხს თეთრი სახლის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, პუტინისა და ტრამპის სამიტის დაგეგმვა ჯერ არ დასრულებულა და სავსებით მოსალოდნელია, რომ ზელენსკიმ მასში „რამე ფორმით“ მიიღოს მონაწილეობა.
ამასთანავე, CBS News-ი რუსი ბიზნესმენის, პუტინის მრჩევლის კირილ დმიტრიევის განცხადებას ავრცელებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რუსეთმა და ამერიკამ უნდა ითანამშრომლონ გარემოსდაცვით, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროებში არქტიკასა და მის ფარგლებს გარეთ. რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ დმიტრიევი არაფერს ამბობს.
CBS News-ის ინფორმაციით, ტრამპისა და პუტინის შეხვედრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების ფონზე გაიმართება. ეს იქნება რუსეთისა და -ის ლიდერების პირველი შეხვედრა, მას შემდეგ, რაც 2021 წელს შვეიცარიაში პუტინი ჯო ბაიდენს შეხვდა და რვა თვეში უკრაინაში ომი დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…