ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრის მთავარი დეტალები

უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრის შემდეგ, -ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომის დასასრულებლად მიმდინარე მოლაპარაკებები მნიშვნელოვან პროგრესს აღწევს.
„ჩვენ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა და ბევრი საკითხი განვიხილეთ“, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მხარეები სავარაუდოდ უახლოვდებიან შეთანხმებას.
„მე არ მიყვარს პროცენტებით საუბარი. მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე. ჩვენ შეიძლება, ძალიან ახლოს ვართ. არის ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი, ძალიან მძიმე საკითხები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგად მიდის საქმე“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა სთან შეხვედრის შემდეგ.
ს თქმით, მიღწეული წინსვლა მხოლოდ ერთი დღის შედეგი არ არის.
„ჩვენ დღეს დიდი წინსვლა გვქონდა, მაგრამ სინამდვილეში ეს ბოლო თვის განმავლობაში მოხდა. ეს არ არის ერთდღიანი პროცესი. ეს ძალიან რთული საკითხია“, – აღნიშნა ტრამპმა.
ვოლოდიმირ ზელენსკი – შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი 20-პუნქტიანი გეგმის ნებისმიერ პუნქტზე, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, მათ უნდა მისცენ ხმა, რადგან ეს მათი მიწაა, ჩვენი ერის მიწაა
ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, მათ უნდა მისცენ ხმა, რადგან ეს მათი მიწაა, არა ერთი ადამიანის, არამედ ჩვენი ერის მიწაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
დონბასთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს რთული შეკითხვაა.
„ჩვენ ვისაუბრეთ 20-პუნქტიან გეგმაზე და მე ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი გუნდები ძალიან ახლოს არიან შეთანხმებასთან. ვეთანხმები პრეზიდენტ ტრამპს, ჩვენი გუნდები არაერთი დღის, კვირისა და თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ეს ძალიან რთული შეკითხვაა. თქვენ იცით ჩვენი პოზიცია. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კანონს და ჩვენი ხალხი პატივს სცემს იმ ტერიტორიას, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებთ და რა თქმა უნდა, ჩვენი განწყობა ძალიან ნათელია. სწორედ ამიტომ, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, ეს ძალიან რთული შეკითხვაა და რა თქმა უნდა, ამ საკითხზე სა და რუსეთს განსხვავებული პოზიცია აქვთ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ რეფერენდუმზე, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, ჩავატაროთ რეფერენდუმი ამ გეგმის ნებისმიერ პუნქტზე. მე ვთქვი, რომ ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ რეფერენდუმი ამ გეგმისთვის, ან ჩვენ არ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ეს ერთ-ერთი გზაა. ჩვენ შეგვიძლია, კანონის შესაბამისად გამოვიყენოთ პარლამენტი ხმის მისაცემად ან რეფერენდუმის ჩასატარებლად. ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ გეგმა იქნება ძალიან რთული ჩვენი საზოგადოებისთვის, რა თქმა ჩვენმა საზოგადოებამ უნდა აირჩიოს, მათ უნდა მისცენ ხმა, რადგან ეს მათი მიწაა, არა ერთი ადამიანის, არამედ ჩვენი ერის მიწაა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, შეუძლიათ თუ არა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ უკრაინელებსაც, მონაწილეობა მიიღონ რეფერენდუმში, რათა დამტკიცდეს ომის დასრულების ნებისმიერი შეთანხმება, ზელენსკიმ დადებითად უპასუხა.
„მათ ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ამის განსახორციელებლად ინფრასტრუქტურა იქნება საჭირო.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა -ის პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ალბათ მოუწევთ გეგმის დამტკიცება პარლამენტის ან სახალხო რეფერენდუმის მეშვეობით.
„ვიცი, რომ მათ ჰქონდათ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც 91 პროცენტს ომის დასრულება სურს, ამიტომ მათაც სურთ ამის დასრულება, ისევე, როგორც ყველას. რუსეთს სურს მისი დასრულება და ყველას სურს მისი დასრულება. მე მინდა ამის დასრულება, რადგან არ მსურს ამდენი ადამიანის სიკვდილის ნახვა. ჩვენ გვსურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ასევე დაგაინტერესებთ