ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაძაბულ ვითარებაში წარიმართა

თეთრ სახლში უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს შორის უკრაინის მინერალებთან დაკავშირებულ შეთანხმებაზე შეხვედრა ოვალურ ოფისში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა. დონალდ ტრამპმა ს უთხრა: ” ან შეთანხმებას დადებთ, ან ჩვენ გავალთ”.
განცხადებაში, რომელიც ტრამპმა შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მიანიშნა, რომ შეთანხმება არ შედგება.
“მე განვსაზღვრე, რომ პრეზიდენტი ზელენსკი მზად არაა მშვიდობისთვის, თუ ამერიკა ამაში ჩართული იქნება, რადგან ის თვლის, რომ ჩვენი ჩართულობა მას დიდ უპირატესობას აძლევს მოლაპარაკებებში… ის უპატივცემულოდ მოექცა ამერიკას თავის სანუკვარ ოვალურ ოფისში. მას შეუძლია უკან დაბრუნდეს, როდესაც ის მშვიდობისთვის იქნება მზად”,- დაწერა ტრამპმა.
საუბარი ოვალურ ოფისში მას შემდეგ დაიძაბა, რაც ზელენსკიმ ს მიერ 2014 წელს ს ანექსია ახსენა. ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა გააკრიტიკა და უთხრა: “ჩემი აზრით უპატივცემულობაა, რომ მოდიხართ ოვალურ ოფისში და ამის განხილვას ამერიკული მედიის წინაშე ცდილობთ”.
როგორც ვენსმა, ისე ტრამპმა ზელენსკის უთხრეს, რომ ის მეტად მადლიერი უნდა იყოს იმ დახმარებისთვის, რაც მის ქვეყანას ვაშინგტონმა გაუწია.
ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ ის მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს რისკავს.
ზელენსკიმ თეთრი სახლი ნაადრევად დატოვა და მონაწილეობა არ მიუღია პრესკონფერენციაში, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი და რომელშიც მონაწილეობა ორივე ქვეყნის პირველ პირს უნდა მიეღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში