ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა დაიწყო

თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილზე მომუშავე ამერიკული მედია ავრცელებს.
ლიდერები ოვალური კაბინეტისკენ გაემართნენ, სადაც მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ზელენსკი და ტრამპი, სავარაუდოდ, განიხილავენ -ის ძალისხმევას ომის დასასრულებლად და შესაძლოა, ხელი მოაწერონ „წიაღისეულის შესახებ“ შეთანხმებას.
თეთრ სახლში მისვლამდე, უკრაინის ლიდერი სენატორებს შეხვდა.