აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის წინ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელს კიტ კელონგს შეხვდა.
“ჩვენ განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები – უკრაინის და მთელი ევროპის, ამერიკასთან ერთად”, – დაწერა X-ზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, შეხვედრამ “კარგად” ჩაიარა.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ ლიდერებსაც შეხვდება.
CNN-ის წყაროების ცნობით, შეხვედრა ვაშინგტონში, უკრაინის საელჩოში გაიმართება. ერთ-ერთი წყაროს თანახმად, შეხვედრა რამდენიმე დღის წინ დაიგეგმა.
