ტრამპთან შეხვედრამდე ზელენსკი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს. ინფორმაცია CNN-ს ორმა წყარომ დაუდასტურა.
მოსალოდნელია, რომ ევროპელი ლიდერები კოორდინაციას -ის პრეზიდენტთან და მის დელეგაციასთან შეხვედრამდე გააგრძელებენ.
დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტი უკვე შეხვდა მის სპეციალურ წარმომადგენელს კით კელონგს.
“ჩვენ განვიხილეთ ბრძოლის ველზე არსებული სიტუაცია და ჩვენი ძლიერი დიპლომატიური შესაძლებლობები – უკრაინის და მთელი ევროპის, ამერიკასთან ერთად”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრის შემდეგ.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე ვაშინგტონშია, ის აქ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკისა და ს შეხვედრას ევროპელი ლიდერებიც შეუერთდებიან. როგორც ცნობილია, ჯერ და ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან, შემდეგ კი – ევროპელი ლიდერები.