ტრამპთან საუბრის შემდეგ, პუტინი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე

ტრამპთან საუბრის შემდეგ, პუტინი აცხადებს, რომ მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე
-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი დასრულდა. აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის დიალოგი ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ ვლადიმერ პუტინმა კომენტარი გააკეთა მედიასთან და აღნიშნა, რომ ტრამპთან დიალოგი იყო გულწრფელი და შინაარსიანი.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა საუბრისას გამოთქვა თავისი პოზიცია ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ სთან ცეცხლის შეწყვეტა შესაძლებელია შესაბამისი შეთანხმებების მიღწევის შემთხვევაში.
ამასთან, როგორც განმარტავს, რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.
პუტინის თქმით, რუსეთი მხარს უჭერს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, მაგრამ საჭიროა მშვიდობისკენ სვლის ყველაზე ეფექტური გზების შემუშავება.
ასევე ვლადიმერ პუტინმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთმა და უკრაინამ უნდა იპოვონ კომპრომისები, რომლებიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება.