ტრამპთან “ირანის საფრთხის” განხილვის შემდეგ, ისრაელმა ლიბანზე იერიში მიიტანა

ისრაელმა ახალი დარტყმები განახორციელა ბეირუთის სამხრეთში 7 ნოემბრის დილას, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და -ის პრეზიდენტად არჩეულმა დონალდ ტრამპმა “ირანის საფრთხის” შესახებ ისაუბრეს.
ისრაელის პრემიერი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელმაც ტრამპს მიულოცა და მის ხელახლა არჩევას “ისტორიაში უდიდესი დაბრუნება” უწოდა. “სატელეფონო საუბრისას, 7 ნოემბერს, ისინი “შეთანხმდნენ ერთად მუშაობაზე ისრაელის უშიშროებისთვის” და “განიხილეს “ირანის საფრთხე”, ნათქვამია ნეთანიაჰუს სამსახურის განცხადებაში.
ამის შემდეგ, მალევე, ისრაელის სამხედროებმა იერიში მიიტანეს ჰეზბოლას – რომელსაც ირანი უჭერს მხარს – მთავარ ბასტიონზე სამხრეთ ბეირუთის სამხრეთში.
ჰეზბოლა ტერორისტულ ორგანიზაციადაა შერაცხილი შეერთებული შტატების მიერ, მის მხოლოდ სამხედრო ფრთას მიიჩნევს ევროკავშირი ტერორისტულად, ხოლო პოლიტიკური ნაწილის წარმომადგენლები ლიბანის პარლამენტის წევრებს შორის არიან.
AFP-ის ცნობით, ისრაელის არმიამ იერიშების დაწყებამდე ევაკუაციის ბრძანება გასცა და ხალხს მოუწოდა, დაეტოვებინათ ოთხი უბანი, მათ შორის ერთი – საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას