„ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მისმა რეიტინგმა აიწია, იფიქრეს, იქნებ ივანიშვილის რეიტინგმაც აიწიოსო“ – პაატა მანჯგალაძე

ტრამპზე თავდასხმის შემდეგ მოდური გახდა ლიკვიდაციის თემა, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი სუსის ინფორმაციას, ივანიშვილის სავარაუდო განეიტრალების შესახებ.
„მე მგონი, ტრამპზე თავდასხმის მერე მოდური გახდა საქართველოში და იფიქრეს, მოდი, ბიძინას რეიტინგიც ხომ არ აიწევსო. ტრამპის აიწია ამის შემდეგ და იქნებ ბიძინასიც ავწიოთო“