აშშ-ში პენსილვანიის შტატის გუბერნატორის, ჯოშ შაპიროს თქმით, 13 ივლისს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს დაღუპული მოქალაქე 50 წლის მოხალისე მეხანძრე, კორი კომპერატორია.
“პენსილვანიის ტრამპის ყრილობაზე ჩემი ძმა, კორი კომპერატორი დაიღუპა. ერთი ადამიანის მიმართ სიძულვილმა დაღუპა იმ ადამიანის სიცოცხლე, რომელიც ჩვენ ყველაზე მეტად გვიყვარდა”. – წერს მსხვერპლის და Facebook-ზე გავრცელებულ პოსტში.
შაპიროს თქმით, “კორი გმირულად დაიღუპა. კორი გუშინ ღამით ყრილობაზე საკუთარ ოჯახს დაცვის მიზნით გადაეფარა. იგი ჩვენს შორის საუკეთესოს განასახიერებს”.