ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია – სროლის შედეგად დაიღუპა 1 პირი, დაიჭრა 2

-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) ინფორმაციით, პირი, რომელმაც -ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პენსილვანიაში წინასაარჩევნო მიტინგის დროს ესროლა, იდენტიფიცირებულია, როგორც 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი.
“FBI-მ დაადგინა 20 წლის თომას მეთიუ კრუკსი, პენსილვანიიდან, როგორც სუბიექტი, რომელიც მონაწილეობდა ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში 13 ივლისს, პენსილვანიაში… ეს რჩება აქტიურ და მიმდინარე გამოძიებად და ნებისმიერს, ვისაც აქვს ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს გამოძიებას, შეუძლია გამოაგზავნოს ფოტოები ან ვიდეოები ონლაინ მისამართზე (FBI.gov/butler), ან დარეკოს FBI-ში (1-800-CALL-FBI),” – განუცხადა FBI-იმ Fox News Digital-ს.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაღუპულია 1 პირი, 2 კი კრიტიკულად დაშავდა. პენსილვანიის შტატის პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკის, ჯორჯ ბივენსის ინფორმაციით, სამივე მათგანი ზრდასრული კაცია.
„ჩვენ შევატყობინეთ ოჯახის რამდენიმე წევრს, მაგრამ მათ არ ჰქონდათ შესაძლებლობა, ეცნობებინათ ფართო ოჯახისთვის“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი – არ მინდა ვივარაუდო, რომ უკრაინის ელჩმა მისი ჩვენს ქვეყანაში დანიშვნა აქ ცოტა მაპროვოცირებელი განცხადებებისთვის გამოიყენოს – ვისურვებდი, რომ პოზიტიური ყოფილიყოს ეს ნაბიჯი

გურამ მაჭარაშვილი: ზელენსკის სიმართლე არ მოეწონა, რასაც ვამბობდით და ელჩი ამიტომ გაიწვია, ახლა დანიშვნა რას ნიშნავს? – როგორც ჩანს, მოლოდინი ჰქონდათ, რომ მეორე ფრონტის გახსნას შეძლებდნენ და რომ ვერ შეძლეს, გადატვირთვის პოლიტიკა მიდის