ტრამპა იემენში ჰუსიტებზე შეტევის ბრძანება გასცა

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სამხედროებს დაავალა იერიში მიიტანონ იემენელი მეამბოხეების, ჰუსიტების პოზიციებზე, რომლებიც აკონტროლებენ ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს. მიმდინარე წლის დასაწყისში, ჰუსიტების მოძრაობა თეთრმა სახლმა ტერორისტულ ორგანიზაციად სცნო.
„ჩვენი მამაცი პოლოტები სწორედ ახლა ახორციელებენ შეტევას ტერიროსტების ბაზების, მათი ლიდერებისა და საჰაერო თავდაცვის მიმართულებით, რათა დავიცვათ ჩვენი გემები, ჩვენი საჰაერო აქტივები, ფლოტი და აღვადგინოთ სანაოსნო თავისუფლება“, – ნათქვანია ტრამპის განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში Truth გამოაქვეყნა.
ჰუსიტების წინააღმდეგ ოპერაცია მას შემდეგ დაანონსდა, რაც მოძრაობამ განაცხადა, რომ განაახლებს შეტევებს ს გემების მიმართულებით, რომლებიც იემენის წყლების ახლოს გადიან. მოძრაობის განცხადებით, ეს არის მათი პასუხი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის ბლოკადაზე.
შაბათს საღამოს ჰუსიტების მიერ კონტროლირებადი სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა ინფორმაცია გაავრცელეს ამერიკელი სამხედროების დარტყმების შედეგად 9 მოკლულისა და 9 დაჭრილის შესახებ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო AP იტყობინება. ჰუსიტები საპასუხო დარტყმების განხორციელებას აანონსებენ.
ღაზაში ჰამასის (-სა და ევროკავშირში ტერორისტულად მიჩნეული) წინააღმდეგ ისრაელის მიერ ომის დაწყების შემდეგ, ჰუსიტები პალესტინელების მიმართ სოლიდარობის ნიშნად რაკეტებს ისვრიან ისრაელის მიმართულებით და თავს ესხმიან მათ შორის სატრანსპორტო გემებს.
ჰუსიტებს ზურგს უმაგრებს და ეხმარება ირანი.