ტრავმის გამო ალჯამეინ სტერლინგი UFC 307-ზე აღარ იასპარეზებს

UFC307-ზე ქვემსუბუქი წონის ერთ-ერთი საინტერესო დაპირისპირება ალჯამეინ სტერლინგსა და მოვსარ ევლოევს შორის უნდა გამართულიყო, თუმცა სტერლინგი მხრის ტრავმის გამო ბრძოლას ჩაეხსნა.
ალჯამეინ სტერლინგის თქმით, თუ მოვსარი თანახმა იქნება, ბრძოლას დეკემბრის თვეში შეძლებს.
შეგახსენებთ, სტერლინგი სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი იყო. ამერიკელმა მებრძოლმა საჩემპიონო ქამარი შონ ო’მალის წინააღმდეგ დაკარგა.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა