კვირას ქართველი ლეგიონერების გამორჩეული მატჩებია, რის შემდეგაც ისინი საქართველოს ნაკრებს შეუერთდებიან.
უქმეების ერთ-ერთი მთავარი და ბოლო დაპირისპირება “პარკ ოლიმპკზე” (59 186) შედგება, სადაც “ლიონი” პსჟ-ს უმასპინძლებს – ჩვენი დროით 23:45 საათზე.
მიქაუტაძისა და დონარუმას დაპირისპირების გამო ეს შეხვედრა ჩვენთვის ადრეც ძალიან საინტერესო იყო, ხვიჩა კვარაცხელიამ კი დამატებითი ელფერი შესძინა. 23 თებერვალს საგოლე პასი ორივე ქართველის ანგარიშზე იყო, ახლა კი ეს დუელი აღარ შედგება.
თუკი პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგაზე წააგო, ლიონელები რანგით მეორე ტურნირზე დამარცხდნენ.
გასული ტური რთულად, მაგრამ ლუის ენრიკეს გუნდმა მაინც მოიგო და ლიდერობა გაიმყარა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი დიდი წვლილი შეიტანა. დიდი ტრავმიანობის პირობებში, “კვარა” თავიდანვე ითამაშებს და ყველაფერმა კარგად უნდა ჩაიაროს.
ბოლოს, როცა “ლიონმა” პსჟ დაამარცხა, გოლი ბარკოლამ გაიტანა, ვინც ახლა დედაქალაქელთა რიგებშია.
მასპინძლებს ფოფანა ჰყავთ ტრავმირებული და ეს სერიოზული დანაკლისია. არიან სხვა ტრავმირებულებიც, მაგრამ მეორე მხარეს ამ სიაში უფრო დიდი გვარებია – დემბელე, დუე, ჰაკიმი, მენდეში.
ლიონი: გრეიფი, მეიტლანდ-რაისი, მატა, ნიახატე, ტალიაფიკო – ტესმანი, მორტონი – სულცი, ტოლისო, მორეირა – სატრიანო.
პსჟ: შევალიე – ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, ერნანდესი – ნევეში, ვიტინია, რუისი – ბარკოლა, რამოში, კვარაცხელია.
თავად გიორგი მიქაუტაძე დისკომფორტს განიცდის და ამის გამო ალბათ “ესპანიოლისა” და “ვილიარეალის” შეხვედრას (შაბათს, 23:59 საათზე) გამოტოვებს.
რაც შეეხეა კვირის მეორე დიდ მატჩს, 20:30 საათზე “მანჩესტერ სიტი” აშკარად ფორმაში შესულ “ლივერპულს” უმასპინძლებს. გიორგი მამარდაშვილს კიდევ ერთი დიდი დაპირისპირება ელის. “არსენალი” წინ საკმაოდ გაიჭრა და ისინი მასთან მიახლოებას ეცდებიან. არნე სლოტმა ძირითადი თერთმეტეული აშკარად გამოკვეთა.
ზედიზედ 4 მატჩია, მანჩესტერელებს ამ დუელში არ მოუგიათ და მატჩები არც უხვგოლიანი გამოდიოდა.
მანჩესტერ სიტი: დონარუმა – ნუნიეში, დიაში, გვარდიოლი, ო'რეილი – ნიკო – ჩერქი, ფოდენი, სილვა, დოკუ – ჰოლანდი.
ლივერპული: მამარდაშვილი – ბრედლი, კონატე, ვან დაიკი, რობერტსონი – გრავენბერხი, მაკ ალისტერი – სალაჰი, სობოსლაი, გაკპო – ეკიტიკე.
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? – სლოტმა კომენტარი გააკეთა
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
“რუნი გვაკრიტიკებს? წინა წელს სად იყო?” – “ლივერპულის” კაპიტანმა ინგლისელს უპასუხა
მამარდაშვილის კიდევ ორი დიდებული შანსი – სლოტის თქმით, სამი ფეხბურთელი ისევ ტრავმირებულია
გიორგი მამარდაშვილი „არქის“ ყველაზე მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს” ინვესტორი გახდა
დიდი მატჩები იწყება – “ლივერპულის” და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ჯუდ ბელინგემს არ გაატანინა
[VIDEO] კურტუას გმირობები საკმარისი არ აღმოჩნდა – მამარდაშვილის “ლივერპულმა” “რეალი” დაამარცხა
“კვარას” პსჟ-მ სახლში კაცნაკლულ “ბაიერნთან” მარცხი განიცადა
როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში?
Golden Boy – დეზირე დუემ წლის მიწურულს მნიშვნელოვანო პრიზი მიიღო
“სხვა არჩევანი არ გვაქვს… რაც შეეხება ნოიერს…” – კვარაცხელიას კომენტარი “ბაიერნთან” მარცხის შემდეგ
[VIDEO] მიქაუტაძემ “ვილიარეალში” მეოთხე გოლი გაიტანა
ნადირობა პსჟ-ს ფეხბურთელებზე. “კვარა” გადარჩა, ჰაკიმი – ვერა
[VIDEO] მიქაუტაძის 56 წუთი – “ვილიარეალი” “პაფოსთან” დამარცხდა
პსჟ მძიმე სიტუაციაშია – კიდევ სამი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
“კვარა” დაიწყებს – ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
“დიასი პსჟ-სთან წითელ ბარათს არ იმსახურებდა” – ტონი კროოსი
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? – სლოტმა კომენტარი გააკეთა
მიქაუტაძემ შიძლება “ესპანიოლთან” ვერ ითამაშოს
[VIDEO] მიქაუტაძის 45 წუთი და საგოლე პასი – “ვილიარეალმა” “რაიო ვალეკანო” 4:0 დაამარცხა
[VIDEO] “ახლა რას იტყვით?”… “ამ მოგერიებას არასდროს დავივიწყებ” – როგორ ეხმაურებიან “ლივერპულის” ქომაგები “მამარდას” “ასტონ ვილასთან” მატჩს?




