“ბორნმუთთან” კვირას მოგებული ინგლისის თასის მეოთხედფინალში (2:1), “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა მარცხენა კოჭ-წვივის ტრავმა მიიღო და სტადიონი ყავარჯნებით დატოვა.
ორშაბათს ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ 24 წლის ნორვეგიელი მწყობრში სეზონის ბოლოს ჩადგება. ის ზაფხულში მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობას შეძლებს.
მიმდინარე სეზონში ჰოლანმა 40 მატჩში 30 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.
