ლიგა ენდესას მეხუთე ტურში „ბარსელონა“ სახლში „მურსიასთან“ 78:81 დამარცხდა, მასპინძელთა გუნდის მძიმე ფორვარდმა თორნიკე შენგელიამ კარგად ითამაშა, მაგრამ ტრავმა მიიღო.
კატალონიური კლუბის ცნობით, შენგელიას მარცხენა კოჭ-წვივი დაუზიანდა და მისი მდგომარეობა დღეს სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ გაირკვევა.
3Cat-ი წერს, რომ ტრავმის სავარაუდო სირთულიდან გამომდინარე, 7 ნოემბერს ქართველის ევროლიგაზე „რეალთან“ თამაში საეჭვოა, რაც „ბარსასთვის“ დიდი დანაკლისი იქნება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 27 ნოემბერს უკრაინას უმასპინძლებს, 30 ნოემბერს კი ესპანეთს ესტუმრება და იმედია, იქამდე თორნიკე მწყობრში ჩადგება.




