ტრავმა ბაქოში – “ნაპოლი” ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე დარჩა

ერთა ლიგის C1 ჯგუფში სლოვაკეთმა ბაქოში 3:1 დაამარცხა აზერბაიჯანი, 10 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს სახლში ესტონეთთან ჩაატარებს.
აღსანიშნავია, რომ 70-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეორე ყვითელი ბარათი მიიღო თავდამსხმელმა მაჰრილ ემრელიმ, მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ, რითაც სტუმრებმა ისარგებლეს, დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.
ს ნაკრებისა და “ნაპოლის” ნახევარმცველმა სტანისლავ ლობოტკამ 84-ე წუთზე მარცხენა ბარძაყის კუნთის პირველი ხარისხის დაზიანება მიიღო და შეცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ ლობოტკას ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორც ვარაუდობდნენ, ის
20 ოქტომბერს “ემპოლისთან” და 26 ოქტომბერს “ლეჩესთან” ვერ ითამაშებს და შეიძლება 29 ოქტომბერს “მილანთან” შეხვედრის გამოტოვებაც მოუწიოს.
შეგახსენებთ, სლოვაკეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელი “ნაპოლის” ყოფილი თავკაცი ფრანჩესკო კალცონაა.

ასევე დაგაინტერესებთ