ტრადიციული მეგობრობა აზიის ქვეყნებთან და აქტიური ურთიერთობები ინდოეთთან – პრემიერი

ს:აქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებაში განაცხადა:
“ბაქოში, ერევანში, ანკარაში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მომავალშიც მაქსიმალური ძალისხმევა იქნება გაწეული იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ ის ტრადიციული მეგობრობა და თანამშრომლობა, რომელიც ჩვენ ამ სამ ქვეყანასთან გვაკავშირებს. წარმატებით ვითარდება სავაჭრო ურთიერთობები ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, სავაჭრო ბრუნვა 50%-ით გაიზარდა ერთი წლის განმავლობაში, 30%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა 2022 წლიდან 2023 წლამდე. ინდოეთთან ვითარდებოდა აქტიურად ჩვენი ურთიერთობები. ინდოეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში რეზიდენტი საელჩოს გახსნის შესახებ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი და ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. ასევე ცალკე მინდა აღვნიშნო, რომ ინდურმა ავიაკომპანია „IndiGo-მ“ დაიწყო პირდაპირი ფრენების შესრულება დელი-თბილისი-დელის მიმართულებით, კვირაში სამი სიხშირით.

ასევე დაგაინტერესებთ