ტრაგედიის გამო “ვალენსიას” “გრანადასთან” მატჩი გადაიტანეს

ვალენსიაში ორ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილმა ხანძარმა, სულ მცირე, ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ცხრამეტი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
რეგიონში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, სახელმწიფო დროშები დაეშვება და ყველა დაგეგმილი ღონისძიება გაუქმდება.
24 თებერვალს, ლა ლიგის 26-ე ტურში, “ვალენსია” სტუმრად “გრანადას” უნდა შეხვედროდა. ტრაგედიის გამო “ვალენსიამ” მატჩის გადატანა მოითხოვა და მათი თხოვნა დააკმაყოფილეს.
ესპანეთში ჩემპიონატის ყველა თამაში წუთიერი დუმილით დაიწყება.