ტეილორ სვიფტის კონცერტზე, რომელიც ბრაზილიაში, რეკორდულ სიცხეში ჩატარდა, ტრაგედია მოხდა – სტუდენტი, 23 წლის ანა კლარა ბენდევიდესი დაიღუპა.
ადგილობრივი გაზეთის ცნობით, გოგონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.
არსებული ინფორმაციით, წინა რიგებში მდგომმა ახალგაზრდამ გონება დაკარგა, გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა, გზაში მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 23 წლის ანას გარდაცვალებას მისი ახლობლები ადასტურებენ.
Folha de S. Paulo-ს ცნობით, სიცხის გამო, კონცერტზე გონება 1 000-მა ადამიანმა დაკარგა.
პოპ მომღერალი მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა.
„არ მჯერა, ამ სიტყვებს რომ ვწერ, მაგრამ გული მწყდება. საღამოს, ჩემი შოუს წინ გულშემატკივარი დავკარგეთ. არ შემიძლია გადმოგცეთ, როგორი განადგურებული ვარ. მის შესახებ ძალიან მცირე ინფორმაციას ვფლობ: ის იყო წარმოუდგენლად ლამაზი და ახალგაზრდა.
მე არ ვაპირებ ამაზე საუბარს სცენაზე, რადგან თავს ძალიან დამძიმებულად ვგრძნობ,“ – წერს მომღერალი.