ტრაგედია კახეთში – კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა

უბედური შემთხვევა მოხდა კახეთში – კაცს ტყეში ხე დაეცა და დაიღუპა. შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალგორში მოხდა.
კაცი ტყეში იმყოფებოდა, მოჭრილი ხე წაიქცა და ის ქვეშ მოიყოლა. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი შეშის დამზადებას ცდილობდა.
გარდაცვლილი უკვე საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული.
კახეთში, შეშის დამზადების ყოველ სეზონზე, ადამიანის გარდაცვალების რამდენიმე ფაქტია დაფიქსირებული.

ასევე დაგაინტერესებთ

მსოფლიო პატრიარქი – როგორ არ ვტიროდეთ ილია მეორის ჩვენგან განშორებას – შესაძლოა, ღირსეულ კათოლიკოსთაგან ვერავინ ისე ვერ გააიგივა თავისი სახელი საქართველოსთან, ეკლესიასთან, ერთან, სახელმწიფოებრიობასთან, როგორც სულმნათმა პატრიარქმა