ტრაგედია თამაზ ნავერიანის ოჯახში – ყოფილ პარლამენტარს 17 წლის შვილი გარდაეცვალა

ტრაგედია ყოფილი პარლამენტარის, თამაზ ნავერიანის ოჯახში – მარნეულის ყოფილ მაჟორიტარს უმცროსი ვაჟი, 17 წლის გიორგი ნავერიანი დაეღუპა. ის მსახიობი იყო. როგორც ამბობენ, ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
რუსთაველის თეატრის მსახიობი – მანანა აბრამიშვილი წერს.
“გასკდა გული. როგორ მიყვარს ეს კარგი ბიჭი. ვერასოდეს მოგინელებთ ვერავინ, გიო. ღმერთოო, რატომ, რისთვის? არაა!!! არ მჯერაა!!! ჩვენი კეთილი ოქრო გიო” .
ზმნა.ჯის მსახიობი უყვება:
,,გიორგი ნავერიანი17 წლის იყო. გიოსთან ერთად ერთ სპექტაკლში მესტიის კულტურის ცენტრში ვითამაშე.
ძალიან მიყვარდა, უკეთილესი, ვაჟკაცური ბიჭი იყო. მესტიაში ერთი თვე მომიწია ყოფნა. სულ ერთად ვიყავით. გვერდიდან არ მშორდებოდა…”
,,რატომ გააკეთე ეს არჩევანი… რატომ აირჩიე ეს გზა…”
,,ძალიან მძიმეა და აუტანელი შენი არჩევანი გიო.” – წერენ ახლობლები.