“ტრაბზონსპორი” 3 ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

ტრაბზონული გამოცემა Günebakış-ის ინფორმაციით, ადგილობრივი კლუბი საქართველოს ნაკრების სამი მოთამაშით არის დაინტერესებული.
როგორც წყარო წერს, “ტრაბზონსპორის” მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ბათუმში, საქართველოსა და უკრაინის ნაკრებ გუნდებს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო, რათა მისთვის სასურველ ფეხბურთელებს დაჰკვირვებოდა. საქმე ეხებათ ოთარ კიტეიშვილს, ლაშა დვალსა და ლუკა ლოჩოშვილს. პ.ს. გიუნეშის დაკვირვების ობიექტი ბათუმურ მატჩში უკრაინელი მიკოლა შაპარენკოც იყო.
უცნობია, თუ რა შთაბეჭდილებებით დატოვა გიუნეშმა . ლოჩოშვილმა და კიტეიშვილმა ზემოთაღნიშნულ თამაშში მონაწილეობა მიიღეს, ხოლო ლაშა დვალმა მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.
თურქეთის სუპერლიგის მიმდინარე სეზონში “ტრაბზონსპორი”
კარგად ნამდვილად ვერ გამოდის. 11 ტურის შემდეგ შავიზღვისპირელებს 12 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციას იკავებენ. გუნდი გაძლიერებას უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში