13 აგვისტოს, ევროპის სუპერთასზე ერთმანეთს პსჟ და „ტოტენჰემი“ დაუპირისპირდებიან. მომავალი მატჩის წინ კომენტარი ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ტომას ფრანკმა გააკეთა:
„ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს – გამარჯვება. ფინალში ვითამაშებთ, ეს უკვე ფანტასტიკაა. იმედია, გუნდი ევროპა ლიგის ფინალში მიღებული გამოცდილების გამოყენებას შეძლებს და გამარჯვების მოპოვებას შევეცდებით. რა თქმა უნდა, პსჟ ევროპის საუკეთესო გუნდია და ეს ახალი სეზონის წინ დიდი გამოწვევაა, მაგრამ საკუთარი თავის გვჯერა“.
შეხვედრა უდინეს „სტადიო ფრიულიზე“ თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
“ტოტენჰემს” ახალი მწვრთნელი ჰყავს – ლონდონელებმა პოსტეკოღლუს შემცვლელი მალევე იპოვნეს
“ტოტენჰემმა” პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
“ეს უბრალოდ დროის საკითხია”- გვარდიოლამ “ბრენტფორდის” მთავარ მწვრთნელზე ისაუბრა
“ლესტერი” როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს – “მელიებს” ორი კანდიდატი ჰყავთ
მარესკა ან ფრანკი – “ჩელსი” არჩევანს ამ ორ სპეციალისტს შორის გააკეთებს
