“ტორპედო” სტივ კინმა დატოვა – ვისთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ქუთაისური კლუბის ხელმძღვანელობა ახალი მწვრთნელის პოსტზე

“ტორპედოს” ფან-კლუბის “ჯუნგლების” Facebook გვერდის ცნობით, ქუთაისური გუნდი მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა დატოვა.
შოტლანდიელი დამრიგებელი იმერულ კლუბს 2023 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა და საქართველოს სუპერ თასის ტიტული მოიგო.
Geo Team-ის ინფორმაციით, კინს შესაძლოა, “ტორპედოს” მენეჯმენტში გარკვეული პოზიცია შესთავაზონ. “ტორპედო” ამ მომენტისთვის მოლაპარაკებებს როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მწვრთნელებთან აწარმოებს, თუმცა როგორც Geo Team წერს, დიდი ალბათობაა ხელმძღვანელებმა გადაწყვეტილება უცხოელი მწვრთნელის სასარგებლოდ მიიღონ.