“ტორპედო” “ომონიასთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა [VIDEO]

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „ტორპედო“ საკუთარ მოედანზე „ომონიასთან“ 1:2 დამარცხდა.
გასვლაზე 1:3 წაგების შემდეგ „ტორპედომ“ სახლში თვიდანვე შეუტია, ორი მომენტი ვერ გამოიყენა, რასაც მეტოქის იერიშები მოჰყვა, მეკარე კლიაიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, შემდეგ კი სტემპინსკიმ გაუტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში იანსანემ ლამაზი კომბინაცია გოლით დააგვირგვინა. 81-ე წუთზე სანდოხაძესთან შეჯახების შედეგად კვიპროსული გუნდის თავდამსხმელი კაკულისი საჯარიმოში წაიქცა, სემედომ პენალტი გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.
ტორპედო – ომონია 1:2
გოლები: 0:1 სტემპინსკი (25), 1:1 იანსანე (47), 1:2 სემედო
(81, პენ)
ტორპედო: კლიაიჩი, ნადარაია, ვარლეი, სანდოხაძე, სახო, იანსანე, ელიტონი, გიგაური (ჟორჟინიო 71), შერგელეშვილი (ფაცაცია 71), პირესი, იონსენი
ბევრი საქმეა ჯერ ტორპედოში, ამას გუნდი არ ჰქვია. სტივ კინის ეს ბრიტანული სტილიც არ მომწონს, ჩაწოდებები უაზრო საჯარიმოში. ბევრია გასაშვები გვარებს არ ჩამოვთვლი ჩემზე კარგად იცით. ამათ ისეთი მწვრთნელი უნდა ვარჯიშით რომ სულს ამოხდის. ამ გუნდის მაქსიმუმი ჩემპიონატის მოგებაა. მაინც მგონია მომდევნო წელს უკვე დალაგებული უკეთესი გუნდი იქნება. ომონიასთან გამოვარდნენ მაინც, მეტნაკლებად გამოცდილ გუნდთან და ვიღაც სოფლის გუნდს ისტორია მაინც არ დააწერინეს. გულშემატკივრობა კიდე კატასტროფა. საიდან მოდის ამდენი გონებაშეზღუდული, უკულტურო და მყრალი ენის მქონე ადამიანი. მიდი ტორო შეუბერე ეს წაგება გაგვაძლიერებს უფრო და გაისად უკეთესები დაბრუნდებით მჯერა