“ტორპედოს” თავდამსხმელი: ეს ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს – ქუთაისში სავსე ტრიბუნების ფონზე განსხვავებული თამაში იქნება

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „ტორპედო“ გასვლაზე „ომონიასთან“ 1:3 დამარცხდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქუთაისური კლუბის პრესსამსახურთან კომენტარი გოლის ავტორმა მომო იანსანემ გააკეთა:
“სადებიუტო მატჩში გოლი სასიხარულოა, თუმცა ცხადია შედეგით ბედნიერი ვერ ვიქნები. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ფეხბურთში არ უნდა ხდებოდეს ის, რაც ჩემი გატანილი გოლის შემდეგ ხდებოდა: გულშემატკივრის მხრიდან მსგავსი ქმედება ფეხბურთს არ უხდება. ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.