“ტორპედომ” “მანჩესტერ სიტის” აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

“ტორპედო” აფრიკელი ლეგიონერით გაძლიერდა, – ამის შესახებ კლუბი თავისი “ფეისბუქის” გვერდით იტყობინება:
“28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია.
ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.
კარიერის განმავლობაში მას ისეთ გუნდებში უთამაშია, როგორიცაა: “სენტ-ეტიენი”, “ცსკა სოფია”, “ლუდოგორეცი” და “ვისლა”, ხოლო ყაზახურ ორდაბასთან ერთად გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში