“ტორპედომ” “დილა” არაბიძის საოცარი გოლით დაამარცხა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურში ორი მატჩი ჩატარდა.
„ტორპედომ“ სახლში „დილას“ 1:0 მოუგო. გოლი პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში გიორგი არაბიძემ გაიტანა.
„ტორპედო“ 6 ქულით მეოთხე ადგილზეა და 2 აპრილს „კოლხეთს“ უმასპინძლებს, ხოლო 9 ქულით მესამე პოზიციაზე მყოფი „დილა“ 3 აპრილს თბილისში „დინამოს“ შეხვდება.
ტორპედო – დილა 1:0
გოლი: არაბიძე (45+1)
„გაგრამ“ გასვლაზე „სამტრედიას“ 3:1 სძლია
სამტრედია – გაგრა 1:3
გოლები: 1:0 გოგოლაშვილი (12), 1:1 პაპუაშვილი (22), 1:2 ხარებაშვილი (28), 1:3 ვაწაძე (48)
მოკლედ თუ გაიტანა ამ ბიჭმა, ერთმანეთზე უკეთესი გოლები გააქვს. როგორც მინიმუმ, იმას კი იმსახურებდა, რომ ლუქსემბურგთან თამი სკამზე ყოფილიყო და საჭიროების შემთხვევაში ბოლო 10-15 წუთში გამოეყვანა სანიოლს.