“ტორპედომ” ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

“ტორპედომ” ბრაზილიის ასაკობრივი ნაკრებების ყოფილი ფეხბურთელი აურო ალვარო დაიმატა, – ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს:
“ბრაზილიელი მცველი აურო ალვარო “ტორპედოს” ფეხბურთელია. 28 წლის ალვარო გასულ წელს “ორდაბასთან” ერთად ყაზახეთის ჩემპიონი გახდა.
წლების განმავლობაში “ტორპედოს” ახალწვეული ბრაზილიური “სანტოსის” ღირსებას იცავდა. 5 სეზონი გაატარა MLS-ში “ტორონტოს” შემადგენლობაში. 2018 წელს “ტორონტოსთან” ერთად კანადის თასი მოიგო, 2019 წელს კი MLS-ის ვიცე-ჩემპიონიც გახდა.
აურო ალვარო იყო ბრაზილიის 17, 20 და 21-წლამდელთა ნაკრების უცვლელი წევრი. ბრაზილიელ მცველსა და კლუბს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში