“ტორონტომ” “მემფისი” დაამარცხა – სანდროს 11 წუთი და ლიდერების მაგარი მატჩი

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში “ტორონტო რეპტორსმა” “მემფის გრიზლის” უმასპინძლა და 117:104 დაამარცხა.
ამჯერად სათადარიგო სკამიდან შედეგიანად ვერ გაისარჯა სანდრო მამუკელაშვილი, ქართველმა კალათბურთელმა 11 წუთში 1 ბურთი ისროლა, ისიც ვერ გამოიყენა, 3 მოხსნა დააგროვა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე დაფარებაც მიითვალა.
სამაგიეროდ შესანიშნავად ითამაშეს ლიდერებმა. არჯეი ბარეტმა 27 ქულა, 6 მოხსნა და 6-იც შედეგიანი გადაცემა, ხოლო ბრენდონ ინგრამმა 26 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა.
საუკეთესო 19 ქულით, 12 მოსხნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 5 დაფარებით სკოტი ბარნსი გახლდათ.
“მემფისის” მხრიდან” ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 20, სანტი ალდამამ კი 15 ქულა ჩააგდეს.
ამრიგად, კანადელებს 3 გამარჯვება და 4 წაგება აქვთ, რითაც აღმოსავლეთში მე-8 ადგილს იკავებენ, მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, “მილუოკი ბაქსთან” გამართავენ.
რაც შეეხებათ მემფისელებს, იდენტური 3 მოგებითა და 4 მარცხით “გრიზლები” უძლიერეს დასავლეთში მე-10 პოზიციაზე იმყოფებიან, ხვალ, 4 ნოემბერს კი “დეტროიტ პისტონს” უმასპინძლებენ.
“ოკლაჰომას” გამთამაშებელს, ნიკოლა ტოპიჩს სიმსიმნე დაუდგინდა – “ოკლაჰომას” ექიმები საქმეში ჩაერთვნენ
[VIDEO] “გოლდენ სტეიტი” სეზონს მაგრად იწყებს – “უორიორსმა” “კლიპერსი” მარტივად დაამარცხა
[VIDEO] გენიალური სტეფ კარის შოუ ნიკოლა იოკიჩის “დენვერ ნაგეთსთან”