ტორნადო ბრაზილიაში – არის მსხვერპლი

ბრაზილიის სამხრეთ ნაწილში, პარანას შტატს ტორნადომ გადაუარა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, ხოლო ასობით პირი დაშავდა. 1 000-მდე ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დატოვა.
ტორნადოს სიჩქარე 180-დან 250 კმ/სთ-მდე მერყეობდა. სტიქიამ დააზიანა საავტომობილო გზები და ელექტროგადამცემი ხაზები.
ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.