“ტორინომ” შეიძლება საზონოვი იჯარით გაუშვას

“სპორტ-ექსპრესის” ცნობით, “ტორინო” 22 წლის მცველის საბა საზონოვის იჯარით სხვა გუნდში გაშვებას განიხილავს.
ტურინულმა კლუბმა საზონოვი 2023 წლის აგვისტოში მოსკოვის “დინამოსგან” 2.75 მილიონ ევროდ შეიძინა.
საბამ გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში მიიღო მონწილეობა, სასტარტოში კი 2-ჯერ დააყენეს. მას “ტორინოსთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.