“ტორინომ” “ატალანტას” სძლია – საზონოვი სათადარიგო იყო

სერია A-ს მეორე ტურში „ტორინომ“ საკუთარ მოედანზე „ატალანტა“ 2:1 დაამარცხა.
“ატალანტას” შეეძლო ფრისთვის მიეღწია, მაგრამ კომპენსირებულ დროში პაშალიჩმა პენალტი ვერ გამოიყენა.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა საზონოვი სათადარიგო იყო.
„ტორინო“ შემდეგ შეხვედრას 30 აგვისტოს გასვლაზე „ვენეციასთან“ ჩაატარებს.
ტორინო – ატალანტა 2:1
გოლები: 0:1 რეტეგი (26), 1:1 ილიჩი (31), 2:1 ადამსი (49)
გამოუყენებელი პენალტი: პაშალიჩი (90+6, ატალანტა)