ტორესა მოსი: ყველა ბიზნესმენი აკეთებს ფულს, მაგრამ ყველა ვინც ფულს აკეთებს ბიზნესმენი არ არის. ლუსტრაცია მიდის

“ბიზნესს ვერაფრით დაუმტკიცებს ვერც ერთი პოლიტიკოსი, რომ ეჩვენება კრიზისში შესვლა. მას შეუძლია მხოლოდ გარანტიები მისცეს ფულის მკეთებლებს, რომლების მთელი ბიზნესიც მხოლოდ ტენდერებიდან მიღებულ შემოსავლებზე დგას, რომ აწი ფულს ჩინეთიდან ისესხებენ და ტენდერებს კვლავაც ჩაატარებენ.
ბიზნესი გულისხმობს პროდუქტის ან მომსახურების შექმნას ადამიანებისთვის. ნებისმიერი ქართული ბიზნესი ორ რამეს აკეთებს: ან შემოაქვს რამე ქვეყანაში, ან მომსახურებას ეწევა საქართველოს მოქალაქეებისთვის, ან ქმნის რამე პროდუქტს ან მომსახურებას და ყიდის ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ბაზარზე. ნებისმიერი მათგანისთვის დამღუპველია ეს კრიზისი და დამღუპველია დასანქცირებული ხელისუფლების პირობებში ოპერირება.
ამიტომ მარტივი ტესტია, ნებისმიერი ვინც გამოვა და ხელისუფლებას მხარდაჭერას გამოუცხადებს, ბიზნესმენი არაა, მძარცველია, რომელიც ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ძარცვავს ამ ქვეყნის მოქალაქეებს. ნებისმიერი მათგანის ფულის კეთება პირდაპირ არის დამოკიდებული ამაზე და ამის გარეშე ფულს ვეღარ გააკეთებს.
ბიზნესი და ფულის კეთება სხვადასხვა რამაა. ყველა ბიზნესმენი აკეთებს ფულს, მაგრამ ყველა ვინც ფულს აკეთებს ბიზნესმენი არ არის.
ლუსტრაცია მიდის. შეხედეთ, დაიმახსოვრეთ,” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა