ტორესა მოსი: განა რა დიდი მიხვედრა ამას უნდა?

“სირცხვილია დაფუძნდა, როგორც უკომპრომისო სამოქალაქო აქტივისტების გაერთიანება, რომელმაც ასდღიანი პროტესტები აორგანიზა. ბევრი ადამიანის აღქმაში ასეთადაც დარჩა, გულანთებული, საერთო იდეებით გართიანებული ადამიანების ერთობად და არა მორიგ არასამთავრობო ორგანიზაციად, რომელიც დონორული დაფინანსებებით არსებობდა.
ახლა მე ის მაკვირვებს, რომ ამდენ ჭკვიან ადამიანში, როგორ არც ერთს არ მოუვიდა თავში აზრად, რომ რაც უნდა რაციონალურად მოჩანდეს გადაწყვეტილება, თუ ის შენ “რატომს” ანგრევს, უფრო დაგანგრევს, ვიდრე რაგინდარა ჯარიმა, რომელსაც სახელმწიფო ჩინოვნიკები დაგაკისრებენ და ამას არ შველის 9 წუთიანი ახსნა კი არა, სულ რომ 90 წუთიანი ფილმი გადაიღო ჰოლივუდის ვარსკვლავებით.
სამაგიეროდ ეს კარგად ესმით იმ ჩათლახებს, ქართული ოცნების უცხოელ კონსულტანტებს, ჰოდა თუ დააკვირდებით იმათ საარჩევნო პროგრამას და ნაბიჯებს, სულ ამაზეა დამიზნებული, ემოციებზე და არა რაციონალურ გააზრებაზე. უბრალოდ იმათაც გამოტოვეს, რომ ქართველ ერსაც აქვს თავისი “რატომ” და მაგასთან დარტყმა განწირულია მარცხისთვის. ეს ცალკე დიდი საკითხია, აი მათთვის მაშოკირებელ შედეგებს რომ ნახავენ, ეგ მერე არკვიონ იმ თავის კონსულტანტებთან.
ჰოდა, სირცხვილიაში კი გამიკვირდა, რომ არ მოიძებნა ისეთი ადამიანი, რომელიც მიხვდებოდა, რომ ახლა ამ გადაწყვეტილებით უფრო მნიშვნელოვან რამეს ვანგრევთო რომ იტყოდა. რატომ დავიწყე ლაპარაკი სირცხვილიას აღქმით, იმიტომ, რომ ეგ აღქმა გაძლევს სიცოცხლეს და არა დონორის დაფინანსება. თუ შენი “რატომ” შეინარჩუნე, შეიძლება ცხოვრება გაგირთულონ, მაგრამ დანგრევით კი ვერას გზით ვერ დაგანგრევენ.
განა რა დიდი მიხვედრა ამას უნდა?” – წერს სოციალურ ქსელში მწერალი ტორესა მოსი.
შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ რუსული კანონის შედეგად შექმნილ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში“ დარეგისტრირდება.
ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა.