ყველა ადამიანს სურს, უზრუნველყოფილი და ბედნიერი სიბერე ჰქონდეს, რისთვისაც ფინანსურ სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
ასეთ დროს კი, შესაძლოა, სწორედ ადგილმდებარეობის შერჩევა იყოს უმნიშვნელოვანესი.
ექსპერტებმა შეისწავლეს 44 ქვეყანაში არსებული პირობები, ძირითადად ფოკუსირებული ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა შემოსავლის მოთხოვნები, ჯანდაცვა და კულტურა.
შესაბამისად, წარმოგიდგენთ 5 ქვეყანას, რომლებშიც ცხოვრება პენსიონერებისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელია. მონაცემები მოცემულია იმის მიხედვით, კომფორტულად ცხოვრებისთვის, რაშიც სხვადასხვა კომპონენტებია გათვალისწინებული, რა თანხაა საჭირო კონკრეტულ ადგილას:
· პორტუგალია: 2 500 – 3 000 აშშ დოლარი – პორტუგალიაში, ამ პენსიის მისაღებად, ქვეყანაში მინიმუმ 7 დღით ყოფნაა აუცილებელი, მოქალაქეობის მიღება კი 5 წლის შემდეგ არის შესაძლებელი.
· მავრიტანია: 2 500 აშშ დოლარი – რეგიონი მულტიკულტურულია და მხარს უჭერს 50 წელს გადაცილებულ პენსიონერებს – ბინადრობის ნებართვას სთავაზობს, თუკი მინიმალური რეგულარული შემოსავლის დადასტურება შეუძლიათ.
· ესპანეთი: 2 000 – 2 500 აშშ დოლარი – ესპანეთში ყველა გლობალური შემოსავალი იბეგრება, არამომგებიანი ვიზები კი ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც არ მუშაობს.
· ურუგვაი: 2 000 აშშ დოლარი – უცხოური პენსიები არ იბეგრება. მკვლევარებმა ურუგვაის მაღალი შეფასება მისცეს LGBTQ+ ადამიანებისადმი მეგობრული განწყობისა და სოციალური ინკლუზიურობის მხრივ.
· ავსტრია: 2 600 აშშ დოლარი – დასავლეთ ევროპის ეს ქვეყანა შესანიშნავი ჯანდაცვის სისტემითა და საზოგადოებრივი სერვისებით გამოირჩევა, აქვს ცხოვრების მაღალი ღირებულება და მკაცრი ვიზა.
tia.ge
