ტოპ 5 მსუბუქი წიგნი, რომელიც მგზავრობის დროს უნდა წაიკითხო

როდესაც ვმოგზაურობთ, ვაღებთ ჯადოსნურ კარს თავგადასავლებისა და ახალი შთაბეჭდილებებისთვის. ახალი წიგნის გადაშლაც მოგზაურობას ჰგავს – კითხვის დაწყებისთანავე ხსნი ჯადოსნურ სამყაროებში გადასასვლელ კარს და მოგზაურობას იწყებ.
კითხვას ფრენის დროს ბევრი ბენეფიტი აქვს: ეფექტურად იყენებ დროს, ფრენის შიში და მღელვარება უკანა პლანზე გადადის, წიგნი კი გზიდანვე განგაწყობს მოგზაურობისთვის და შესაბამის განწყობას გიქმნის.
მნიშვნელოვანია წიგნის სწორად შერჩევაც. შეგიძლიათ წაიკითხოთ წიგნი, სადაც მოქმედება სწორედ იმ ქალაქში ვითარდება, სადაც მიემგზავრებით. წიგნთან ერთად გაეცნობით ქუჩებს, საინტერესო ადგილებს, გაიგებთ ადგილობრივი ტრადიციული კერძების ან სასმელების შესახებ საინტერესო ინფორმაციას და სხვ. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია წიგნის წონა და ფორმატიც. მან არ უნდა დაიკავოს დიდი ადგილი ხელბარგში და არ უნდა გადააჭარბოს წონის დადგენილ ლიმიტს.
ამ სტატიაში მიმოვიხილავთ ხუთ საოცარ წიგნს, რომლებიც შეგიძლიათ მარტივად გაიყოლოთ მოგზაურობისას.
გამომცემლობა „პალიტრა L”-ის სერიები: „სამი ავტორი, სამი მოთხრობა“ , „ერთი მოთხრობა“ და „მინი წიგნების კოლექცია“ იდეალურია მგზავრობისთვის.
ეს წიგნი სამი სხვადასხვა ეპოქის ავტორის სამ მოთხრობას აერთიანებს: აკუტაგავას „ჯადოქარი“; ლავკრაფტის „უცხო სამყაროს ფერი“ და ტოლსტოის „ჩამოქვეითებული“.
ამ სერიის წიგნები მსუბუქი და კითხვისთვის ძალიან კომფორტული ზომისაა. გამომცემლობა „პალიტრა L“ ამ პროექტით თითოეულ წიგნში სამი სხვადასხვა ავტორის თითო მოთხრობას გთავაზობთ. აქ გვერდიგვერდ შეგხვდებათ კლასიკოსი და თანამედროვე, არდისტი და მოდერნისტი, საყოველთაოდ აღიარებული თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების გახმაურებული თუ მივიწყებული მოთხრობები. ნუ ეცდებით მათ შორის თემატური თუ იდეური, სტილისტური თუ ჟანრობრივი მსგავსების აღმოჩენას – ამ სამ მოთხრობას საერთო არაფერი აქვს, გარდა იმ ერთადერთისა, რასც ლიტერატურა, კონკრეტულად კი მცირე პროზა – მოთხრობა – ჰქვია.
რიუნოსკე აკუტაგავას შემოქმედება მე-20 ს.-ის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე კაშკაშა და უჩვეულო მოვლენად არის შეფასებული. მისი შემოქმედების მთავარი მახასიათებელი ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა წვდომა, ლაკონური ენა, ნატიფი გემოვნება და მსუბუქი, დახვეწილი იუმორია. მწერალი ცდილობს შეიცნოს ადამიანის სულის უკიდეგანო სამყარო, იპოვოს პასუხები ჭეშმარიტების, მორალის,მარტოობის შესახებ ურთულეს კითხხვებზე და ამ პროცესში დიდოსტატურად რთავს მკითხველს. ლავკრაფტი კი მისტიკით სავსე სამყაროში გამოგზაურებთ.
მოთხრობა – მოკლედ მოთხრობილი უზარმაზარი ამბავი – დიდი განცდებისა და სიხარულების, ეჭვისა და იმედის, შურის, დაპირისპირების, იქვე სიკეთისა და სიყვარულის დიდი ასპარეზია. ეს ასპარეზი ამჯერად სამ დაუვიწყარ ამბად გადაგეშლებათ. მისტიკა, დეტექტივი და გენიალური ქართველი მწერლის მოთხრობა – ერთ წიგნშია!
უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს – ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიკული ისტორია სწორედ აქ იწყება. წიგნი „მინი წიგნების კოლექციიდანაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველაზე პატარა ჩანთაშიც კი ჩაეტევა.
1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა… ასეც შეიძლება: გაურბოდე სიკვდილს, მაგრამ ფეხები უკან გრჩებოდეს; მიუყვებოდე ჯოჯოხეთურ გზას დაა გულის სიღრმეში არც გინდოდეს მისი დასრულება, რადგან…რადგან უკან გრჩება სამშობლოს ნაწილი, სახლი, ბავშვობა, მოგონებები…მხოლოდ უკან? – ზოგიერთები სულაც იქვე დარჩნენ – „ზეციური საქართველოს საზღვრამდე ისედაც თავიანთი ფეხით ამოსულები“. – წიგნი სერიიდან „ერთი მოთხრობა“ იდეალურია მგზავრობის დროს წასაკითხად.
რომანში ამ ტაძრის ირგვლივ ვითარდება XV საუკუნის პარიზის ცხოვრება, რომელიც ზოგადსაკაცობრიო პრობლემების: სიყვარულის, ცოდვისა და სიკვდილის გარშემო ტრიალებს. რომანში სამი მთავარი გმირია: ულამაზესი ბოშა ქალი ესმერალდა, განათლებული, ლამაზი, მაგრამ გულცივი კლოდ ფროლო და მახინჯი, მაგრამ ლამაზი სულის ადამიანი, ტაძრის ზართამრეკავი კვაზიმოდო. ამ სამი ადამიანისა და გარშემომყოფებთან ურთიერთობაში იკვეთება რომანის იდეა, რომელიც მკითხველში ცეცხლს ანთებს. ეს წიგნიც „მინი წიგნების კოლექციიდანაა“.
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ, თვითმფრინავში ჩაჯდომის წუთებიდან!
(R)